ახალი ამბები
"განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი"- წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.


მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც მის საგანმანათლებლო ტრადიციებს შეეფერება.

შალვა კირთაძე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კონცეფცია, რაც არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს, პირველ რიგში, გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და უფრო მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი და ესეც გამოჩნდა ამ შეხვედრის შედეგად.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იღებს იმ სტატუსს, რაც მის ტრადიციას, მის წარსულს და მის მომავალსაც შეშვენის. ეს არის არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ რეგიონისთვის განსაკუთრებული სიცოცხლის მიმცემი. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, რადგან ქუთაისი ოდითგანვე იყო განათლების კერა და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა შალვა კირთაძემ პირველ არხთან.

ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს, განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ერთად განიხილა. მისი ინფორმაციით, ისაუბრეს კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.

"საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას. რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განხილვების შედეგად განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:02 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია
იმუშავებს.
10:09 / 31.10.2025

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.