პოლიტიკა
ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს, 9 მაისის ნაცვლად - საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა
FaceBook
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნვას სთავაზობს.
დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ "შრომის კოდექსში" ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.

"საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

"შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.