პოლიტიკა
მარიუპოლის მერი - ქალაქში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
FaceBook
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, ქალაქში არანაკლებ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ სააგენტო Associated Press-თან ისაუბრა.

მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 120 000 ადამიანი, რომელთაც საკვები, წყალი და მედიკამენტები  ესაჭიროებათ. 

ამასთან, ბოიჩენკო აცხადებს, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში გადააქვთ, სადაც მაცივრებია. მან ასევე ისაუბრა მობილურ კრემატორიუმებზე.

უკრაინაში ომის 48-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი
შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
15:44 / 21.06.2025
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის
ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
11:09 / 21.06.2025
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.