პოლიტიკა
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან,
მაგრამ გააფრთხილა, რომ თუ რაიმე მოლაპარაკების მცდელობა ჩაიშლება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ომი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

„მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის. ბოლო ორი წელია მზად ვიყავი და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ არსებობს 1% შანსი, რომ ეს ომი შევაჩეროთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს.

რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად და დასამხობად. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა უკვე 25-ე დღეა ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრილ რუსებს. ამ ხნის განამვლობაში  რუსი ოკუპატები არ ინდობენ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს. 

ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსულ ტყვიებს 100-ზე მეტი  ბავშვი ემსხვერპლა. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.