პოლიტიკა
რუსი ოკუპანტები ოდესის დასაბომბად ემზადებიან - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

"ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის მოდიოდნენ ოდესაში. ოდესაში ყოველთვის მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ, მხოლოდ გულწრფელობას. ახლა რა? ბომბი ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება ომის დანაშაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული", - ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრა და ბრძოლა ომის წესების დარღვევით ჰქონდა დაგეგმილი.

უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია.

მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა დაეტოვებინა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

წყარო: ტაბულა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.