პოლიტიკა
ქუთაისის მერის დაგვიანებული სოლიდარობა უკრაინას
FaceBook
ქუთაისის  მერმა  იოსებ ხახალეიშვილმა  სოლიდარობა უკრაინას,  ომის მხოლოდ მეოთხე დღეს გამოუცხდა.
შესაბამისი ტექსტი ქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქზე რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

მერიას ამ დრომდე უკრაინის დროშით ფერებში არცერთი ობიექტი გაუნათებია. 

"დღეს ყველას ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი.

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!

დაუშვებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ სამხედრო აგრესიის ასეთი გამოვლინება!

ქუთაისს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინასთან. ჩვენ იქ გვყავს დამეგობრებული ქალაქები, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე იმყოფებიან.
ხარკოვი, ჟიტომირი, დონეცკი, ლვოვი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ამ ქალაქებთან ათწლეულების მანძილზე ვმეგობრობთ.

ჩვენ ახლა მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ ომში ისინი მარტო არ არიან!

მჯერა, საერთაშორისო საზოგადოება ყველა ზომას მიიღებს, სათანადო პასუხი გაეცეს რუსულ აგრესიას, რომელსაც ის გამუდმებით იჩენს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ!

მშვიდობა გაიმარჯვებს საქართველოში, უკრაინაში, მსოფლიოში!", - წერს ქუთაისის მერი. 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.