პოლიტიკა
დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  დღეს აქციას გამართავს. 
პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

„სცენა მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ საახალწლო ღონისძიებებს. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება მსვლელობას, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი სადღაც შეიკრიბება და ამ მხრივ შეიძლება მსვლელობა იყოს, ასევე თავისთავად იქნება სიტყვით გამოსვლები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საპროტესტო აქცია 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება. 

მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი უკვე გამოტანილია.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

მესამე პრეზიდენტი ასევე ფიგურირებს 7 ნოემბრის საქმეში და იმედში შეჭრაში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

მიხეილ სააკაშვილს ასვე ბრალი ედება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
17:22 / 22.05.2022
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი,
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის
გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,
15:42 / 22.05.2022
უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.