პოლიტიკა
ვის შესთავაზეს ქუთაისიდან გახარიას პარტიაში გადასვლა
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, გიორგი გახარიას პარტიაში  გადასვლა,  ქუთაისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით დვალს შესთავაზეს.
თუმცა, დავით დვალმა, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" მიერ აშენებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობს, ამ ეტპაზე თავი შეიკავა.

"დავით დვალს შესთავაზეს გახარიას პარტიაში გადასვლა და თუ დათანხმდებოდა, მის კანდიდატურას განიხილავდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატად. თუმცა, თავი შეიკავა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა
", - უყვება წყარო ქუთაისიპოსტს.

თავად დავით დვალი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს იმასაც, რომ მმართველი პარტიისგან დავალებული არ არის.

"მსგავსი არაფერი ყოფილა. ჯერჯერობით, ასეთი კონტაქტი არ მქონია არავისთან. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც ჩემი მუშაობა არ არის არანაირი ვალდებულება მმართველი პარტიისგან და მათი როლი არაფერ შუაშია", - ამბობს დავით დვალი.

წყაროსვე ინფორმაციით, გიორგი გახარიას ორი თვის წინ ჰქონდა შეკრება ყოფილ ჩინოვნიკებთან. შეხვედრაზე იყვნენ ქუთაისის თვითმმართველობაში სხვადასხვა წლებში დასაქმებული ყოფილი თანამდებობის პირებიც.

დავით დვალი მეხუთე მოწვევის
ქუთაისის საკრებულოს  თავმჯდომარე იყო. მანამდე იგი საკრებულოში "ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას" წარმოადგენდა.  2012 წლის საპრლამენტო არჩევნების შემდეგ იგი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ყოფილმა პრემიერმა,  პოსტიდან წასვლის შემდეგ, პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.