პოლიტიკა
"პარლამენტი თოჯინების თეატრია" - ენმ-ს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორით ელოდებიან
FaceBook
პარლამენტის შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დასახვედრად აქტივისტები „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ.
"პარლამენტი თოჯინების თეატრია", "პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება", "თუ ვინმე შევა ის  იქნება "პუფი" - ამ სლოგანით არიან შეკრებილები პარლამენტთან აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ. მათ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „პუფებიც“ აქვთ მიტანილი და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სწორედ ამ „პრინციპული პუფების“ კორიდორის გავლა მოუწევთ.

„ეს არ არის ჩვენი დარქმეული სახელი, თვითონ გადაწყვიტეს, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, ის იქნებოდა უბრალოდ „პუფი“. უნდა ვკითხოთ ნიკა მელიას, ისევ ასე ფიქრობს? ვინც პარლამენტში შედის „პუფია“ თუ არა? მთლიანი გაერთიანების მიმართ გვაქვს პრეტენზიები. მათ გადაუხვიეს ყველანაირ პრინციპს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

ენმ-ს, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდებიან. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მათ სირცხვილის კორიდორით ელოდებიან, ჯერ არ გამოჩენილან.

ფოტო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.