პოლიტიკა
თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან
FaceBook
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია მას შემდეგ დაგეგმა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ თანაგუნდელები და მხარდამჭერების ნაწილი თბილისში გამთენიისას, მას შემდეგ  გაემგზავრა, რაც სპეცრაზმმა ცენტრალურ ოფისზე შტურმი მიიტანა.

,,სამი მარშუტით და ათი მსუბუქი მანქანით ჩვენი თანაგუნდელები და მხარდამჭერების ნაწილი თბილისში უკვე წასულია. როგორც კი დარბევა დაიწყეს უცებ მოხდა ორგანიზება და გასვლა",-
ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  წევრი ბესიკ ბრეგაძე.

მისი თქმით, აქტივისტების ნაწილი თბილისში გასამგზავრებლად კიდევ ემზადება. ოპოზიციური პარტიის წევრი აცხადებს, რომ მთავრობამ ნიკა მელიას დაჭერით და ოფისის დარბევით დაადასტურა, რომ ქვეყანაში დიქტატურაა.

"ის, რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება, არის დიქტატურა. ამას რაიმე გაფორმება არ სჭირდება, შემდგარი ფაქტია. როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისს არბევ და ლიდერს იჭერ, უკვე დიქტატურაა. ​განადგურებულია არქივი, წაღებულია სერვერები და დოკუმენტები. ეს არის ვანდალიზმი და არ შეიძლება სამრთალდამცავები ერქვას იმ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. ესენი არიან რობოტები ივანიშვილისა და რეჟიმის ხელში",- განაცხადა ბრეგაძემ. 

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 15: 00 საათზეა ჩანიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა საკუთარ პარტიის ოფისში დააკავა. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებისას სამართალდამცავემა ოფისში წიწაკის სპრეი გამოიყენეს.


ავტორი: ანა ჯიქია



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.