პოლიტიკა
ხონში ,,სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო ბანერი დააზიანეს
FaceBook
ხონის შესასვლელში ,,სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

პარტიაში აცხადებენ, ბანერი დაზიანებული ამ დილით ნახეს და ფიქრობენ, რომ  მმართველი გუნდი ამ ფორმით ცდილობს განსხვავებული აზრის დევნას.

"ჩამოჭრილია ქვედა ნახევარი. ამ ხელისუფლების პირობებში ძალადობაში ხედავენ გამოსავალს. არ გაქვს იმედი, რომ დამნაშავეს გამოავლენენ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ მეთოდებით ვერავის შეაშინებენ. მათ მიმართ აგრესიას გაზრდიან ხალხში," - ამბობს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე.

ბანერის დაზიანების ფაქტზე განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პლაკატებისა და ბანერების დაზიანება საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლაითვლება, რაც პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.


საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე 18 დღეა დარჩენილი. 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ,,ლელოს
14:30 / 16.10.2020
ქუთაისში ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის სააგიტაციო მასალას ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის პლაკატებითი გადაფარეს.
ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს
17:35 / 13.10.2020
ქუთაისში ,,ევროპული საქართველოს" ოფისს ქვები დაუშინეს და საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.