პოლიტიკა
"ქუთაისში არარსებულ მისამართებზე ამომრჩევლები დაარეგისტრირეს" - „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“
FaceBook
ქუთაისში ამომრჩევლებლი არარსებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული.

ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა საუბრობს. მისი თქმით, არარსებული მისამართები ქუთაისში სინაურისა და კურცხალიას ქუჩებზეა დამატებული.

,,სინაურის ქუჩა მთავრდება 44 ნომრით, აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტული პირები ჩაწერილი არიან სინაურის 56 ნომერში და სხვა ნომრებში, რომელ
ებიც რეალურად არ არსებობს. ჩვენ მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ აღმოფხვრან ეს პრობლემა და სიები იყოს იმ ფორმით შედგენილი, რომ პრეტენზია არ ჰქონდეს არც ერთ საარჩევნო სუბიექტს",- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ქუთაისის გარდა ქვეყნის მასშტაბით სხვა სამაჟორიტარო ოლქებშიცაა.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20" მათ ოფიციალურად მიმართავს.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლებს სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და  ცვლილების შეტანის მოთხოვნა  13 ოქტომბრამდე შეუძლიათ.



ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.