პოლიტიკა
კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის მილიონ ლარზე მეტი უტენდეროდ მიიღეს
FaceBook
წყალტუბოს სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად  ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ,რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 9 სხვადასხვა კომპანიასა და ინდ.მეწარმესთან გააფორმა ხეშეკრულება. 9-დან 8 არის ისეთი, რომელსაც მანამდე ან არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობდა, ან მაქსიმუმ 2 ტენდერში ჰქონდა წარსულში მონაწილეობა მიღებული, სადაც სანახევროდ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებდა.

,,შპს “არია გრუპს” წარსულში არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, თუმცა 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ. მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიეღო მონაწილეობა, 119,600 ლარი მიიღო უტენდეროდ.შპს “მიმდემი” არის მსხვილი კომპანია, რომელიც ტენდერების 65% ან უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიას იგივე წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა სატენდერო პირობები მოარგო ან შემდგომში გადაუწია დასრულების ვადები. ამ ფორმით შპს “მიმდემმა” უკვე 45 მილიონამდე მიიღო სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან."

ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის არის შპს "ასა მოტორსი". კომპანიამ 3 სექტემბერს მიიღო 147,000 ლარიანი ხელშეკრულება წყალტუბოს რამდენიმე სოფლის სკოლების რეაბილიტაციისთვის.

შპს დაგი-მაც 3 სექტემბერს მიიღო გამარტივებული შესყიდვა 159,000 ლარის ოდენობით გეგუთის სკოლის რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.

შპს მიკო ბილდინგმაც 3 სექტემბერს მიიღო 127,500 ლარის გამარტივებული შესყიდვა სოფ. გუმბრისა და სოფ წყალტუბოს სკოლების რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად.

შპს ხაკომაც ამავე დღეს მიიღო  143,200 ლარი  სოფელ მაღლაკისა და ფარცხანაყანების სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის.

არიან ისეთებიც, რომლებსაც რეგისტრაციის დღიდან არცერთ ტენდერში არ მიუღიათ მონაწილეობა.

,,ინდმეწარმე მაკა მგელაძეს რეგისტრაციის დღიდან არცერთ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და ის მხოლოდ წყალტუბოში მდებარე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისგან იღებს გამარტივებულ შესყიდვებს, საშუალოდ რამდენიმე ასეული ლარის ოდენობის. თუმცა 2020 წლის 3 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მასთან 83,407 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სოფ. პატრიკეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და სველი წერტილების მოსაწყობად. შპს ბამას  არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ კომპანიამ 2020 წლის 3 სექტემბერს მიიღო გამარტივებული შესყიდვა 34,070 ლარის ოდენობით, სოფ. ჟონეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის."

წყალტუბოს მერიაში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებების გამარტივებული გზით გაფორმებას ადასტურებენ, თუმცა, ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციას უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებენ და ამბობენ, რომ შესყიდვის ამ ფორმის გამოყენება მთავრობის განკარგულებით მოხდა და არა მათი გადაწყვეტილებით.


,,Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციებისა და წესების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა, რომ ყველა სკოლის საპირფარეშოები ყოფილიყო კარგ მდგომარეობაში. ამიტომ მთავრობის №947 და №973 განკარგულებებით, (პირველადი - 2020 წლის 9 იანვრის №27 განკარგულება) წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხა, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე, სამუშაოების განხორციელებისთვისაც. განკარგულებაშივე იყო მითითება, რომ შესყიდვის პროცედურები განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის ფორმით კერძოდ, გადაუდებელი აუცილებლობით და არა ელექტრონული ტენდერების საშუალებით მომხდარიყო როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე სამუშაოების განხორციელებისთვის. სულ გაფორმდა 10 ხელშეკრულება 33 სკოლისთვის საპირფარეშოების მოწყობის თაობაზე.
პრეტენდენდენტების შერჩევა არ მომხდარა ერთპიროვნულად და თითოეული მათგანის შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხორციელდება ეტაპობრივად. შესრულებული სამუშაოების და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ხდება თანხის ანაზღაურებაც,"- წერია წყალტუბოს მერიიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.


კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი წყალტუბოს სკოლებში, ისვე როგორც მთელ ქვეყანის მასშტაბით, მიმდინარე წლის მარტში შეწყდა. 15 სექტემბერს კი მოსწავლეები საკლასო ოთახებში სრულად დაბრუნდნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 40 საჯარო სკოლაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.