პოლიტიკა
"ოცნების" შემომწირველმა კომპანიამ სამტრედიაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო
FaceBook
,,ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია სამტრედიაში ტენდერებს წლებია კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს.


,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით,
შპს “ლატექსი” სამტრედიაში 1999 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს და სხვადასხვა უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი. 2017 წლიდან კომპანიამ 23, უშუალოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი 21 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.

,,აქედან 13-ში უკონკურენტოდ, ორში კი კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. 2017 წლიდან მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 7,496,528 ლარია."

მიმდინარე წელს კომპანიამ ორი ტენდერი მოიგო, რომელთაგან ერთი სამტრედიის რამდენიმე სოფელში ასფალტო-ბეტონის საფარით გზების მოწესრიგებას გულისხმობს, მეორე კი შიდა გზების ორმოულ შეკეთებას გულისხმობდა. ტენდერების ღირებულება ჯამში 2,117,996 ლარს  შეადგენს.

სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტენდერებში კომპანიების გამარჯვებას ,,ქართული ოცნების" შემომწირველობასთან კავშირი არ აქვს.

,,ერთი შემთხვევა არ არის როდესაც კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაცია არ აქვთ სრულყოფილად წარმოდგენილი და ხდება მათი დისკვალიფიკაცია. კანონის საფუძველზე ხდება მათი შერჩევა. მიზანმიმართულად არ ხდება ამ კომპანიის შერჩევა. ვის რა ინტერესი აქვს არაა ჩემი საქმე და არაფერი ვიცი", - ამბობს სამტრედიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ბაღდავაძე.

შპს "ლატექსის" მეწილეებმა, ყოფილმა და მოქმედმა დირექტორბემა "ქართულ ოცნებას"  2017 წელს  5000 -5000 ლარი შესჭირეს. 


ავტორი: ანა ჯიქია




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.