პოლიტიკა
ადგილები ქუთაისში, სადაც წინასაარჩვენოდ პლაკატების გაკვრა აკრძალული და ნებადართულია
FaceBook
ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი დაზუსტდა, სადაც 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.

აკრძალულია :

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების შენობებზე, საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო „სულიკოდან“ „ავტოქარხნის“ გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებზე, გარე-განათების ბოძებზე.


ნებადართულია:

ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე; გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში; 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ); ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე; ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;


ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ); ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან- საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე; ​ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი გიორგაძის თმით, ცვლილებაა პლაკატების განთავსების რაოდენობაშიც. თუ წინა არჩევნებზე, თითოეულ ადგილზე ერთი საარჩევნო სუბიექტის 4 ცალი პლაკატის განთავსება იყო ნებადართული, ახლა მათი რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.