ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.
საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს პოსტიდან წასვლის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები