საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს .
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო
ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების,
უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის
გარეშე.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები