ახალი ამბები
ქუთაისში მოსკოვის თეატრის სპექტაკლი პროტესტის ფონზე ჩაივლის
FaceBook

დღეს,  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში,  მოსკოვის  დასის მსახიობები საპროტესტო აქციის ფონზე ითამაშებენ.


თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან"  ქუთაისში ორ სპექტაკლს:  "არ დამივიწყო" და "ჩვენი ეზოს სიმღერები" წარმოადგენს.

 

ოკუპანტი ქვეყნის თეატრალური დასის ვიზიტს სამოქალაქო მოძრაობა"რუსეთი ოკუპანტია" აპროტესტებს. სამოქალაქო აქტივისტები  დღეს, სპექტაკლის დაწყების დროს, 7 საათზე, თეატრის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. მათი თქმით,  ჩვენს ქვეყანაში რუსული სპექტაკლები არ უნდა იდგმებოდეს.

 

მოძრაობის წევრებს პრეტენზიები აქვთ ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველთან, სულხან გოგოლაშვილთან, რომელიც, მათი თქმით,  პირადად იყო ინიციატორი, რომ   მოსკოვის თეატრს ქუთაისში ეთამაშა.


"ეს არის უმსგავსობა რაც ხდება. ხალხის ფულით არსებობს ეს თეატრი და მის მმართველს ოკუპანტი ქვეყნის დასი ჩამოყავს. სულხან გოგოლაშვილის ქმედებები არის ყოვლად სამარცხვინო. იგი ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის ჩვენთან, როცა ოკუპაციას ვაპროტესტებთ. ყველას ახსოვს ზაფხულში თეატრთან როცა ვმართავდით აქციებს, სულხან გოგოლაშვილმა ჯერ დენის წყარო არ მოგვაწოდა აპარატურისთვის, შემდეგ კი სამი დღით დაგვემალა. დანარჩენზე დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს", - ამბობს მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" წვერი, ნიკა დეისაძე.


ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველი, სულხან გოგოლაშვილი მიიჩნევს,  რომ სამოქალქო აქტივისტების  პროტესტი პოლიტიკური აქტივობის მიზნით არის განპირობებული, კულტურულ რუსეთთან კი ბრძოლა არ შეიძლება.


"პირდაპირ გეუბნებით, -კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. მე არ ვებრძვი კულტურულ რუსეთს, მე ვებრძვი აგრესიულ, მილიტარისტულ და ოკუპანტ რუსეთს.  რატომ არ აპროტესტებენ როცა რეზო გაბრიაძე ჩადის მოსკოვში, როცა ნინო ქათამაძე მღერის იქ, ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რომ რუსეთის ბაზარზე იყიდება ამას რატომ არ აპროტესტებენ? სინამდვილეში,   მათ უნდათ მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობა და მე მათ ამაში ვერ ავყვები",-ამბობს სულხან გოგოლაშვილი.


მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" სპექტაკლებს ორი დღის განმავლობაში, 19-20 ოქტომბერს  გამართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.