პოლიტიკა
ქუთაისში მსვლელობა, "მარში კლიმატისთვის", გაიმართება
FaceBook
20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" მოეწყობა.
აღნიშნული ღონისძიებით საქართველო შეუერთდება მსოფლიო კამპანიას "GLOBAL STRIKE"-ს.

ორგანიზატორები "GLOBAL STRIKE" - ით მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს, რომელიც გლობალური მოძრაობის 350.ORG წარმომადგენელია საქართველოში. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა "350.ORG"-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე,, ქუთაისი 2050 წლისთვის სრულად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.

ქუთაისი პირველი ქალაქია კავკასიაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 19 იანვარს ერთ-ერთ
კომპანიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია.
15:19 / 20.01.2020

ქუთაისში, 19 იანვარს ერთ-ერთ კომპანიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია.

2020 წელს,  მუნიციპალიტეტების სოფლებში
განსახორციელებელი პროექტებისთვის ჯამში 40 მილიონი ლარი
დაიხარჯება.
10:48 / 20.01.2020

2020 წელს,  მუნიციპალიტეტების სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ჯამში 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.