პოლიტიკა
ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ახალი გაერთიანების წარმომადგენლებმა ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს მოთხოვნილი ცვლილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ მოხდებს საარჩევნო კოდექსში ცვლილება. "ქართული ოცნების" გარდა, ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული სისტემა არის დრომოჭმული და აუცილებელია ცვლილება. ამიტომ ჩვენს მოთხოვნას ვაცნობთ საზოგადოებას და ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ გაიმარჯვოს ამ მახინჯი სისტემით. ხელმოწერებს გადავუგზავნით პარლამენტს და მოვითხოვთ, ცვლილებებს", –განაცხადა პარტია "ევროპელი დემოკრატების" წარმომადგენელმა მუხრან კოხრეიძემ.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებით, ისინი გეგმავენ კარდაკარ მისვლას და მოსახლეობის ინფორმირებას. ისინიმილიონი ხელმოწერის შეგროვებას აანონსებენ .
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.