კულტურა
"პრემიერაზე ველი მოპატიჟებას" - კულტურის მინისტრმა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგინა
FaceBook
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე კულტურის მინისტრმა ოფიციალურად წარადგინა. წარდგენას თეატრში მსახიობების ნაწილი ესწრებოდა. 

"მჯერა, რომ კოტე აბაშიძეს შესწევს უნარი, სწორად დაალაგოს ურთიერთობები და პროცესები. ოპტიმიზმით ვუყურებ თეატრის მომავალს და ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა წარმოიქმნას  რამე პრობლემა. სიხარულით ველოდები მოპატიჟებას პირველივე პრემეირაზე", - განაცხადა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.

ახლადდანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრში მის მოსვლას ახალი ეტაპის დასაწყისი უწოდა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის არის ახალი ეტაპის დასაწყისი სუფთა ფურცლიდან. თეატრის კარი ყოველთვის ღია იქნება როგორც ახალგაზრდა, ისე სახელოვანი რეჟისორებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი სიხარულიძეს და ჩვენ გავაგრძელებთ მისი გზით სიარულს", - განაცხადა კოტე აბაშიძემ.

კოტე აბაშიძე ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კულტურის სამინისტრომ კონკურსის საფუძველეზე დანიშნა. მართალია, შიდა არჩევნების გზით თეატრმა ამ პოსტზე მსახიობი ენდი ძიძავა შეარჩია, თუმცა, კულტურის მინისტრმა არჩევანი კოტე აბაშიძეზე შეაჩერა.

თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი სიხარულიძემ კი მესხიშვილის თეატრში იგივე პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა, იგი  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში ასევე კონკურსის საფუძველზე სამხატვრო ხელმძღვანელად  დაინიშნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.