კულტურა
Jazz Wall - ჯაზისა და პოლიტიკის „შერიგება“ ჯაზის ქუჩაზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის დასახლებაში Jazz Wall- ის სახელწოდების კედლის და ჯაზის ქუჩის (Jazz Street)
პრეზენტაცია გაიმართა.
ლომონოსოვის ქუჩაზე არსებულ კედელზე ჯაზ შემსრულებლების და ინსტრუმენტალისტების ცნობილი კარიკატურების რეპროდუქციებით დაიხატა,
პროექტი რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა და მხატვარმა ლია უკლებამ განახორციელეს. Jazz Wall- ი მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად პრეზენტაციას ქალაქის მერი შოთა მურღულია, ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილიდა სხვა  ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. მერმა ლენტისა და ტორტის გაჭრით გახსნა ჯაზის ქუჩა.  რითაც, როგორც ლევან ბიბილეიშვილმა აღნიშნა, უჩვეულო სინთეზი განხორციელდა, ჯაზისა და პოლიტიკის "შერიგება" მოხდა
"ჯაზი და პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებული რამაა იმიტომ რომ პოლიტიკა ყოველთვის მდგრადობას და დისციპლინას მოითხოვს ჯაზი კი ყოველთვის ქაოტური, სპონტანური და იმპროვიზაციულია. ეს "შერიგება" გასაკვირია ჩემთვის, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ალბათ მაინც უფრო ჯაზი გახდა მაპროვოცირებელი რომ ეს „შერიგება“ მომხდარიყო", - აღნიშნა პროექტის იდეის ავტორმა ლევან ბიბილეიშვილმა.
ჯაზისა და პოლიტიკის შერიგებამდე, როგორც ჩანს ჯაზისა და ცხოვრების „შერიგება“ მოხდა, რადგან იდეის ავტორის თქმით ჯაზის ცხოვრებასთან იდენტიფიცირებით გაჩნდა ჯაზის კედლის მოხატვის იდეაც.
"ჯაზის კედლის იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ ჩემთვის ჯაზი თავად ცხოვრებაა, როგორც ცხოვრება გულისხმობს იმპროვიზაციას, როგორც ყოველი დღეა უნიკალურია , ისეთივეა ჯაზის ყოველი შესრულება უნიკალური", - განმარტა ლევან ბიბილეიშვილმა.
პრეზენტაციაზე ჯაზ ბენდმა Lost in Muzic -მა დაუკრა.

KutaisiPost

KutaisiPost

KutaisiPost

KutaisiPost
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.