კულტურა
სვლა ბეწვის ხიდზე - საბავშვო მწერლობა პოპულარული ლიტერატურული გმირის დეფიციტით
FaceBook
ჰარი პოტერი, ფროდო აბგელი, ლეგოლასი - ფენტეზის ჟანრში დაწერილი წიგნების ეს პერსონაჟები ბევრი ქართველი ბავშვისთვის მიმზიდველ გმირებს წარმოადგენენ.
ფენტეზისა და თავგადასავლების მიმართ მოზარდთა დიდ ინტერესს ადასტურებენ კვლევები. ამაზე საუბრობენ ქართველი საბავშვო მწერლებიც. თუმცა იმასაც მიუთითებენ, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას არ ყავს თანამედოვე გმირები, რომლებიც პოპულარული იქნებოდა ახალ თაობაში.

საქართველოში საბავშვო ლიტერატურით მკითხველთა 11%-ია დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომელმაც ქართული წიგნის ბაზრის კვლევა გასულ წელს ჩაატარა და 2013-2015 წლების წიგნის ბაზრის მონაცემები დადო.

საბავშვო ლიტერატურას არც თუ ცოტა მკითხველი გააჩნია. ამ ლიტერატურას ყავს საკმაო რაოდენობის მწერლებიც საქართველოში. რომელთაც, როგორც უფროსი თაობის ნაწილი უწოდებს -"არაწიგნიერი თაობის", კითხვით დაინტერესება უნდა შეძლონ.

ქართველი საბავშვო მწერლები საუბრობენ ინტერესებისა და გემოვნების სხვაობაზე, რაც თანამედროვე ბავშვ მკითხველებს განასხვავებს სხვა თაობის ბავშვებიდან.

"ისინი სხვა ესთეტიკაზე იზრდებიან, განებივრებულნი არიან მდიდარი ვიზუალური "მასალით" - მაღალი ხარისხის ანიმაციური ფილმებით, ინტერნეტით ხელი ბევრ რამეზე მიუწვდებათ", - აღნიშნავს მწერალი ირმა მალაციძე.

ხელმისაწვდომობის პირობებში და ჟანრთა მრავალფეროვან სპექტრში თანამედროვე ბავშვი გარკვეულ უპირატესობას მაინც სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრს აძლევს.

"ინტერესები სხვადასხვანაირია - ასაკიდან და თავად ბავშვის ხასიათის, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგ ბავშვს სათავგადასავლო ნაწარმოებები აინტერესებს, ზოგს - ფენტეზი, ზოგს - მოთხრობები. უმეტესობას უყვარს ზღაპრები. ლექსებიც - განსაკუთრებით, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს", - ამბობს მწერალი ვასო გულეური.

ამ ჟანრებისადმი გამორჩეული ინტერესი იკვეთება წიგნის ეროვნული ცენტრის კვლევებშიც. სადაც ნაჩვენებია რომ სათავგადასავლო ჟანრს მკითხველთა 59% ეტანება, ზღაპრებს და ფანტეზის - 36%.
არჩევანის საკითხში, უმეტეს შემთხვევაში ბიძგის მიმცემი არ ხდება მშობელი, ან სკოლა, არამედ მედია და კინემატოგრაფი.  ეს უკანასკნელი  რამდენადაც ართმევს მკითხველს ლიტერატურას, იმდენად სურვილსაც უჩენს, რომ წიგნს მიუბრუნდნენ.

"ბევრმა ბავშვმა ჯერ ფილმი ნახა და მხოლოდ მერე დაიწყო წიგნის კითხვა", - აღნიშნავს მწერალი ირმა მალაციძე.

თუმცა, ფილმები ხშირ შემთხვევაში ჰოლივუდის პროდუქციაა, რომელიც უმეტესად ინგლისურენოვანი საბავშვო მწერლების ნაწარმოებების ეკრანიზაციებს წარმოადგენენ. შესაბამისად ქართველ ბავშვებს უცხოელი მწერლების ანუ ნათარგმნი ლიტერატურის მიმართ მეტი ინტერესი შესაძლებელია ამიტომაც გაუჩნდეს. ამ მხრივ ქართული კინო სამსახურს მაინცადამაინც ვერ უწევს ქართველ მწერლობას. ამ და სხვა მიზეზების გამო ბავშვები შედარებით ნაკლებად იცნობენ ქართველ საბავშვო მწერლებს.

"ვერ ვიტყვი რომ ქართველი ავტორი გამომცემლებისგან განსაკუთრებული ყურადღებას გრძნობდეს, თუმცა მათი მესმის - როგორიცაა დაკვეთა საზოგადოებისაგან, ისეთია საგამომცემლო პოლიტიკაც. გამომცემელი ბაზარზეა დამოკიდებული. ბაზარი კი ქართველ ავტორს არ სწყალობს", - მიაჩნია ირმა მალაციძეს.

ბავშვებისგან  მოწონებულ ლიტერატრულ გმირებს შორის ქართველი წიგნების პერსონაჟები ცოტაა. მიუხედავად იმისა რომ ქართველი ავტორების მხრიდან მუდმივად არის მცდელობა თანამედროვე ლიტერატურული საბავშვო პერსონაჟის შექმნისა.

"ხშირად მიფიქრია, რატომ არ არის დღეს თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურული გმირი. ვთქვათ, ისეთი, როგორიც არის ბავშვების საყვარელი "სპაიდერმენი" ან თუნდაც ჰარი პოტერი. თანამედროვე ბავშვებს თანამედროვე ლიტრატურული გმირი სჭირდებათ, მათი მსგავსი ინტერესებით, თანამედროვე შესაძლებლობებით. მეც მიფიქრია ასეთ პერსონაჟზე, მაქვს კიდეც მოფიქრებული ერთი გმირი, ტექსტის იდეაც, თუმცა კონკრეტული ისტორია ჯერ არ დამიწერია, ამიტომ გმირის სახელს არ გავამხელ", - ამბობს ვასილ გოლეური.

საქართველოში ნაკლებია სხვა ტიპის მცდელობებიც, მაგალითად, საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზების კუთხით ცოტაა კონკურსები, როგორც მწერლები აღნიშნავენ ჰონორარებიც ნაკლებია, თუმცა ისინი სიამოვნებაზეც მიუთითებენ, რომელსაც საკუთარ მკითხველებთან ურთიერთობით იღებენ.

"როდესაც ბავშვებისთვის წერ, ამ ყველაფერზე არ ფიქრობ - ფიქრობ მკითხველზე, ყველაზე გულწრფელ, ყველაზე ობიექტურ და სამართლიან შემფასებელზე. და რამდენადაც "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ" - წერო ბავშვებისთვის და მათ მოსწონდეთ, უყვარდეთ შენი ნაწარმოებები და პერსონაჟები - შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო მწერლობა ყველაზე უფრო პრესტიჟულია ", - ამბობს ვასო გულეური.

ბავშვებისთვის წერას ბეწვის ხიდზე სვლას ადარებს მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე. " ბავშვობა რთული რამაა, როდესაც ბავშვებისთვის წერ, ერთის მხრივ, უნდა დაბრუნდე შენს ბავშვობაში და გაიხსენო შენი წარმოდგენები, მეორეს მხრივ კავშირი გქონდეს თანამედროვეობასთან. ეს ბეწვის ხიდზე სვლაა, "- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

მიუხედავად  ბეწვის ხიდზე სვლისა საბავშვო ლიტერატურა ნაკლებად ფიგურირებს ე.წ. პრესტიჟული ლიტერატურული პრემიების ნომინაციებში. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ საბავშვო ლიტერატურას ცალკე კონკურსი ჭირდება და ის არ უნდა გააერთიანონ ერთ ნომინააციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.