კულტურა
20 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში - ჯგუფი "ფრანი" ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
19 იანვარს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ჯგუფი "ფრანი" კონცერტს გამართავს.

მუსიკალური საღამო 20:00 სააათზე დაიწყება.

"19 იანვარს, ჯგუფი ფრანი, 20 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში ბრუნდება და მსმენელს მონატრებულ სიმღერებს - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, გაუზიარებს.

ჯგუფი ფრანი შეიქმნა 2005 წელს, ორი ავტორშემსრულებლის- შოთა ზაქარაიას და გაგა ჩიხლაძის კოლაბორაციის შედეგად, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე პოპულარობა მოიპოვა ყველა ასაკის მსმენელში.

მათ ჟანრში დომინირებს ქართული ქალაქური, ფოლკის, როკის, რეგის და ალტერნატიული მუსიკის სინთეზი. მათი ტექსტები გულწრფელად გადმოცემს ადამიანთა ემოციებს, სიყვარულს, თავისუფლებას და როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, "უბრალოდ ცაში ფრენას". არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვთ რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი და ასევე რამდენიმე ათეული სინგლის ავტორები არიან",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიების ორგანიზატორია Sparks-ი. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 35 ლარიდან იწყება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყველა თაობისთვის საყვარელი კომპოზიტორისა და
ავტორშემსრულებლის, ნატო გელაშვილის, ჭოხოებისა და ბენდის კონცერტი
„ერთი ქალის ისტორია…“ გაიმართება.
13:31 / 18.12.2025
ქუთაისში, ყველა თაობისთვის საყვარელი კომპოზიტორისა და ავტორშემსრულებლის, ნატო გელაშვილის, ჭოხოებისა და ბენდის კონცერტი „ერთი ქალის ისტორია…“ გაიმართება.
ქუთაისში, თეატრმა „ლიანდაგმა“ პირველ პრემიერას უმასპინძლა.
14:58 / 08.11.2025
ქუთაისში, თეატრმა „ლიანდაგმა“ პირველ პრემიერას უმასპინძლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.