კულტურა
მელანი - მაია ჯოლბორდის წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტ მაია ჯოლბორდის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ფართო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ლექსების კრებული "მელანი", რომელშიც ავტორმა ბოლო წლებში შექმნილ ტექსტებს მოუყარა თავი.

პრეზენტაციაზე წვეულმა პოეტებმა, კრიტიკოსებმა, საზოგადოების სხვა წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს მაია ჯოლბორდის შემოქმედებას.
იგი მოიხსენიეს ორიგინალური ხედვის, ინტელექტუალ პოეტად.

"მისი ლექსები პერიოდულ სალიტერატურო პრესაში იშვიათად იბეჭდება, თუმცა როდესაც გამოდის მაშინვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას. ამიტომ მისი პოეზია ლექსების სიმრავლეშიც არ დარჩება შეუმჩნეველი პოეზიის ნამდვილი მოყვარულისთვის", - აღნიშნა კრიტიკოსმა ელგუჯა თავბერიძემ.

კრებულის წინასიტყვაობაში აღნიშნულია რომ "ჩრდილში დგომა მაია ჯოლბორდის ბუნებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს თავისი ფასი არ იცოდეს . მისი პოეტური სითამამე სხვა სინამდვილეზე მიგვანიშნებს".

ამ სინამდვილეში შემოქმედი სამყაროს სხვა შრეებს , დინებებს ჭვრეტს და ამ ხედვის თანაზიარს გხდის, გამყოფებს როგორც უდროობაში, ისე კონკრეტულ, თანამედროვე ეპოქაში.

"მაია ჯოლბორდი გავს აისბერგს, იმ გაგებით რომ ზედაპირზე მცირე ნაწილი ჩანს და ძირითადი ნაწილი კი თვალითუხილავია, სიღრეებში მიდის. ამითაც გამორჩეულია", -აღინიშნა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ისიც ითქვა რომ  მაია ჯოლბორდის ლექსების ამ კრებულით პოეტთა სიას კიდევ ერთი სერიოზული გვარ-სახელი შეემატა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.