კულტურა
Check in Kutaisi -ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
FaceBook
ხოსე კარერასს არაერთხელ მოუწია ბისზე გამოსვლა.

ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

კონცერტი ცხრის ნახევარზე დაიწყო თუმცა მსმენელები 6 საათიდან იკრიბებოდნენ.







სცენასთან განთავსებულ 900 სკამზე მოსაწვევი ხოსე კარერასის მოთხოვნით შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებზე გაიცა. 200- ზე მეტი მოსაწვევი მიეწოდათ იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტბსაც.

კონცერტზე წარმოდგენილი იყო ვერდის, პუჩინის,შოსტაკოვიჩის, გრიგის, როსინის და სხვათა ნაწარმოებები, რომელიც ხოსე კარერასმა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა, დევიდ ხიმენესის დირიჟორობით. კარერასს პარტნიორობას საოპერო მომღერალი სალომე ქიჯია უწევდა. მათ რამდენიმე დუეტი შეასრულეს. მომღერალს არაერთხელ მოუწია ბისზე გამოსვლა.



ხოსე კარერასი პირველად ეწვია ქუთაისს და კმაყოფილება გამოთქვა ამ ვიზიტისა და კონცერტის გამო.

70 წლის მომღერალს კარიერის მანძილზე 66 საოპერო როლი აქვს განსახიერებული მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში. იგი თანამშრომლობდა ჰერბერტ ფონ კარაიანთან, ლენარდ ბერნსტაინთან და სხვა დიდ მუსიკოსებთან.

მომღერალს 80-იან წლებში ლეიკემია აღმოაჩნდა, მკურნალობამ გარკვეული პერიოდის მანძლზე შეწყვიტა მისი კარიერა. თუმცა, ის ავადმყოფობას მოერია და დააარსა ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა. კარერასი საოპერო მოღვაწეობის პარალელურად ბევრ საქველმოქმედო კონცერტში იღებდა მონაწილეობას.

ქუთაისში გამართული კონცერი პროექტის ""Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართა, კულტურის განვითარების ფონდის ორგანიზებით. პროექტის საერთი ღირებულება 29 მილიონ ლარს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.