კულტურა
მესხიშვილის თეატრი ჟურნალისტებთან ურთიერთობის წესებს ადგენს
FaceBook
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ეს წესები საჭირო გახდა ჟურნალისტებსა და თეატრის წარმომადგენელთა უკეთესი კომუნიკაციისთვის. ასევე სპექტაკლებისა და რეპეტიციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.



ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტებს იმ წესების შესახებ აუწყა, რომელიც თეატრში ამოქმედდება.  რეგულაციებიდან ნაწილი მანამდეც არსებობდა და კონფერენციაზე შეხსენების სახით გაჟღერდა.

თეატრთან ურთიერთობის წესებში მნიშვნელოვან პუნქტს შეადგენს აკრედიტაციის საკითხი, რომელიც ყველა მედიორგანზიაციისთვის სავალდებულო ხდება.

საპრემიერო სპექტაკლებზე ჟურნალისტები მასალის მოსამზადებლად დაიშვებიან გენერალურ რეპეტიციაზე.

სპექტაკლის მსვლელობის დროს იკრძალება განათების გამოყენება.

სპექტაკლის დასრულებამდე ჟურნალისტებს ეკრძალებათ მსახიობებთან კონტაქტი.

მედიის წარმომადგენლებს თეატრის დიდ დარბაზში მოენიშნათ კონკრეტული წერტილები, საიდანაც შეეძლებათ გადაღება და ა.შ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ეს წესები საჭირო გახდა ჟურნალისტებსა და თეატრის წარმომადგენელთა უკეთესი კომუნიკაციისთვის. ასევე სპექტაკლებისა და რეპეტიციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.

"ხელისშემშლელია, როდესაც სპექტაკლის მსვლელობის დროს მაყურებელს მხედველობის უნარს უკარგავს ვიდეოკამერის განათება. ფოტოაპარატის განათება ხელს უშლის მსახიობებს. ყველას უნდა მოგვეცეს შეუფერხებელი მუშაობის საშუალება", - აღნიშნა სულხან გოგოლაშვილმა.

თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, წესები არცერთ მედიასაშუალებას ხელს არ შეუშლის მასალის მომზადებაში, თუმცა დაარეგულირებს ურთიერთობას და გარკვეულ წესრიგს დაამყარებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.