კულტურა
ქუთაისში „ქარავან არტ ფორუმი 2016“ გაიხსნა (ფოტო)
FaceBook
"არ შეიძლება ყველა ღონისძიება დედაქალაქში ტარდებოდეს"



ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016" გაიხსნა.

პირველი ღონისძიება ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო გალერეაში გაიმართა, სადაც ფესტივალში მონაწილე არტისტების ჯგუფური გამოფენა მოეწყო.

15 ქვეყნის წარმომადგენელმა მხატვრებმა გალერეის ტრადიციულ სივრცეში განსხვავებული ფორმისა და შინაარსის ნამუშევრები წარმოადგინეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა თანამედროვე არტისტებმა გალერეის აკადემიურ გარემოში დროისა და ეპოქის შესაბამისი განწყობა შექმნეს.

ამ სიახლეს დამთვალიერებლები სხვადასხვანაირად შეხვდნენ.

"საზოგადოების გრკვეული ნაწილი ალბათ მოვიდა იმის მოლოდინით, რომ ტრადიციულ ფერწერას იხილავდა. თუმცა რაც დახვდათ და რის წინაშეც აღმოჩნდნენ ამან მათში გარკვეული შოკი გამოიწვია. მაგრამ ეს არ მიკვირს. ქუთაისში თანამედოვე ხელოვნებაზე დისკურსი თითქმის არ არსებობს. შესაბამისად თნამედროვე ხელოვნების გამოფენები ამ ქალაქში ფუფუნებაა", - აღნიშნა მხატვარმა ლია უკლებამ.

აღნიშნული "ფუფუნება" სამ დღეს გასტანს. ფესტივალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენებით, პერფრმანსებითა და კონფერენციებით გაგრძელდება.

"ქარავან არტ ფორუმი" 2002 წლიდან ტარდება. პირველი 4 წლის მანძილზე ფორუმი თბილისში იმართებოდა. შემდეგ სხვა ქალაქებში. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მცოცავი პროექტია, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტარდება თანამედროვე ხელოვანების მონაწილეობით", - აღნიშნა ქარავანსარაის დამფუძნებელმა შალვა ხახანაშვილმა.

ქუთაისში ფესტივალის გამართვის იდეა დეცენტრალიზაციის პრინციპით აიხსნა.

"შეუძლებელია ყველა ღონისძიება ტარდებოდეს მხოლოდ დედაქალაქში, ქუთაისს დიდი ისტორია გააჩნია. აქ უძველესი ცივილიზაიციის მატარებელი ხალხი ცხოვრობს. ქუთაისს დიდი წვლილი შექონა ქართულ კულტურაში. საკმარისი იყო ეს არგუმენტი იმისთვის, რომ თანამედროვე ხლოვნებას, როგორც მომავალი კულტურის შემადგენელ ნაწილს, ქუთაისის სივრცე დათმობოდა. დღეს ეს ქალაქი თავისი ყველა ატრიბუტიკითა და კულტურული ცხოვრებით, ჩაწერილი იყოს მსოფლიო ევროპულ თანამედროვე ხელოვნების ქსელში", - მიაჩნია შალვა ხახანაშვილს.

ფესტივალი 20 მაისს კონცერტით დასრულდება რომელშიც საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი დავით შამანაური და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა საქართველოს კულტურის სამინისტროს პარტნიორობით. პროექტის კურატორები ქარავანსარაის მხატვრული რპგრამები დამფუძნებელი შალვა ხახანაშვილი და თანადამფუძნებელი ნინო მეტრეველი.












Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.