კულტურა
მიგრაცია, შრომა და მონატრება — ქართველი ემიგრანტების ხმა ნეაპოლიდან (ვიდეო)
FaceBook

„უხილავი შრომა — უხილავი ხელოვნება“ — ამ სახელწოდებით ნეაპოლში, Sala Assoli-ს თეატრში, საჯარო დისკუსია გაიმართა.


შეხვედრაზე იტალიაში საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანები შრომით უფლებებზე, არსებულ საჭიროებებსა და ემიგრაციის გამოცდილებაზე საუბრობდნენ.


ღონისძიება Fondazione Campania dei Festival-ის პროგრამის ნაწილი იყო. დისკუსიის პარალელურად მოეწყო გამოფენა „უხილავი შრომა — უხილავი ხელოვნება“, სადაც წარმოდგენილი იყო საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირის წევრების ხელნაკეთი ნამუშევრები.



გამოფენას საფუძველი 2023 წლის 8 მარტს, თბილისში ჩაეყარა. ინიციატივა ოჯახში დასაქმებულ ქალებს ეკუთვნით. გამოფენაზე წარმოდგენილია იმ ადამიანების ნამუშევრები, რომლებიც საოჯახო შრომის პარალელურად ხატვით, ქსოვით, ქარგვითა და კერვით არიან დაკავებული.

ნეაპოლში პირველად გამოიფინა ლინოგრაფიული ნამუშევრებიც, რომლებიც საქართველოში საოჯახო მშრომელებმა ლინოგრაფიის სასწავლო პროგრამის ფარგლებში შექმნეს.

გამოფენის პარალელურად ნეაპოლში მცხოვრებ საოჯახო მშრომელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ ქართველი მიგრანტების საოჯახო შრომის შესახებ.


ღონისძიება გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროგრამა „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში
ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
13:30 / 23.01.2026
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.
19 იანვარს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ჯგუფი
13:40 / 16.01.2026
19 იანვარს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, ჯგუფი "ფრანი" კონცერტს გამართავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.