14 სექტემბერს, ქუთაისში, პროექტ „მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის
ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.
მსმენელის წინაშე მუსიკალური პროგრამით ქართველი შემსრულებლები: ქეთი
გომართელი, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, სოფო ბედია,
ნინუცა ბედიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ქართული ხმები, გუფი ლენდი,
თემო საჯაია და თაკო გაჩეჩილაძე წარსდგებიან.
კონცერტი ასსაფეხურიან კიბეებთან, 19:00 საათზე დაიწყება.
"მუსიკალური შემოდგომა" 2025-ის ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.
პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს
მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები