კულტურა
15 ნოემბერს, ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე, "რიკი ე პოვერი“ იმღერებს
FaceBook
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ჯგუფი ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე ყველასთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. 

კონცერტი 15 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

რა დაუჯდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას ჯგუფის ჩამოყვანა უცნობია. მერიის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. 

იტალიური პოპ ჯგუფი 1967 წელს შეიქმნა და განსაკუთრებულ პოპულარობას 1970-1980-იან წლებში მიაღწია. ჯგუფს არსებობის მანძილზე 22 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

„რიკი ე პოვერი“ წერდა სიმღერებს იტალიურ და ესპანურ ენებზე. იტალიურ ჰიტებს შორის არის „Mamma Maria“,„Made in Italy“, „M’innamoro di te“, „Se m’innamoro“.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.