17 ნოემბერს, ქუთაისში, ლელა წურწუმიას და CHVENI ბენდის სოლო
კონცერტი გაიმართება.
მუსიკალური საღამო, რომლის ორგანიზატორიც SPARKS-ია, ლადო
მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.
"წარმოგიდგენთ ქართული ესტრადის ვარსკვლავისა და ყველა თაობისთვის
საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია და CHVENI ბენდის სოლო
კონცერტს.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა
დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული
შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ
კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის
გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით,
ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის
მსმენელში",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა
biletebi.ge-ზე შეგეძლებათ. ბილეთების ფასი
65 ლარიდან იწყება.
მასალის გამოყენების პირობები