პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
FaceBook
შსს-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

"ქართული ოცნების" წევრი ერმილე გიგიაძე გუშინ, 4 სექტემბერს, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მის გარდაცვალებას წინ ოპოზიციის აქტივისტთან სიტყვიერი შელაპარაკება უძღვოდა. 

როგორც წყალტუბოს შტაბის უფროსის მოადგილე კობა გურეშიძე ("ოცნებიდან) "ქუთაისიპოსტთან" განმარტავს, ერმილე გიგიაძე შტაბიდან გამოდიოდა, რა დროსაც ოპოზიციის აქტივისტი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მისივე ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს მმართველი პარტიის წევრი, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, ადგილზე გარდაიცვალა. 

მომხდარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა

მან მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა და განმარტა, რომ მათი გუნდის წევრის გარდაცვალება ენმ-ს "ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის გამოხატულებაა".


ამავე თემაზე:

წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ

"კამათში გაუსკდა გული" - რა მოხდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია
11:36 / 27.09.2024
პარტია "გახარია საქართველოსთვის" 2024 წლის საარჩევნო სია ცნობილია.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა, რომელშიც 170
დეპუტატობის კანდიდატია და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილი უდგას სათავეში.
11:31 / 27.09.2024
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა, რომელშიც 170 დეპუტატობის კანდიდატია და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.