კულტურა
მთავარია არ მოვდუნდეთ - „ვარლაში“ 7 მხატვრის გამოფენა გაიმართა
FaceBook
მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის დარბაზ "ვარლაში" 7 იუბილარი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა ზაურ მჟავანაძის, ვაჟა ქუთათელაძის, ანატოლი დარსაძის, ანტონ ჩოგოვაძის, ქეთევან მიქავას, გოჩა ჩხაიძისა და ამირან ჩიტეიშვილის ნამუშევრებს. იუბილარი მხატვრების ჯგუფური გამოფენის ტრადიცია სათავეს 2015 წლიდან იღებს, რომელზეც სხვადასხვა თაობის შემოქმედები არიან წარმოდგენილნი.
"მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია,რადგან ხელს უწყობს თაობათა შორის ჰარმონიულ ურთიერთობას და ეროვნული კულტურული ტრადიციების დაცვა-გავნვითრებას",-, აღნიშნა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზიაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.
ტრადიციების დაცვა-განვითარებასთან ერთად გამოფენაზე ტრადიციებისა და სიახლეების სინთეზის შესაძლებლობას.
"ყველა სიახლეს ვადევნებ თვალს, რაც ჩემამდე მოდის ინფორმაციული სახით.არიან მხატვრები ვინც თავისთავად ცხადია ამ სიხლეებს პასუხობენ. თუმცა არიან მხატვრები, რომლებიც ნაკლებად ეხმიანებიან თანამედროვე გამოწვევებს. მნიშვნელოვანია არ მოვდუნდეთ.ყველაზე მთავარია იმას გაეცეს პასუხი ხელოვანის მხრიდან, რა რეალობაშიც უწევს მას ყოფნა. მხატვარს თუ ა რ ეხება ირგვლივ მყოფი სიტუაცია და არ ასახავს მას ის არ არის ჩამოყალიბებული ხელოვანი", - აღნიშნა მხატვარმა გიორგი ჭიღლაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17 ნოემბერს, ქუთაისში, ლელა წურწუმიას და CHVENI ბენდის სოლო
კონცერტი გაიმართება.
11:07 / 02.11.2024
17 ნოემბერს, ქუთაისში, ლელა წურწუმიას და CHVENI ბენდის სოლო კონცერტი გაიმართება.
2 ნოემბერს, ქუთაისში, ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი
პიონერის, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება.
11:26 / 31.10.2024
2 ნოემბერს, ქუთაისში, ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი პიონერის, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.