კულტურა
მესხიშვილის თეატრში დრამატურგთა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
დასრულდა კონკურსი ,,ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის საფუძველი", რომელიც მესხიშვილის თეატრმა გამოცხადა.

"საუკეთესო ქართული პიესის" ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა და დაჯილდოვდა სამი პიესის ავტორი.

1. თამარ ბართაია ,,ფეისბუქის ქვეყანა"; 

2. ნინია სადღობელაშვილი ,,როგორც კიდობანში"; 

3. გუგა მგელაძე ,,მავზოლეუმი"; 

ფულადი პრემია გადაეცა თამარ ბართაიას პიესისთვის ,,ფეისბუქის ქვეყანა".

მესხიშვილის თეატრმა  კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა ,, ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის საფუძველი", პროექტის ფარგლებში.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა წარმოედგინა ორიგინალური ქართული პიესა, რომელიც არ გამოქვეყნებულა და არ დადგმულა არც ერთ თეატრში.

პირველ ეტაპზე ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო დრამატურგიული ტექსტი.

მეორე ეტაპზე, მესხიშვილის თეატრის რეჟისორების და მსახიობების მონაწილეობით, თეატრის სცენაზე, მაყურებელთან ინტერაქციით, მოხდა შერჩეული საუკეთესო პიესების სცენური კითხვა.

აღნიშნულ ეტაპს ორი დღე დაეთმო.

კონკურსის მესამე ეტაპზე, სამი საუკეთესო დრამატურგიული ტექსტიდან გამოვლინდა ერთი გამარჯვებული ავტორი, რომელიც დაჯილდოვდა  2500 ( ორიათასხუთასი) ლარით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.