კულტურა
„გვინდა დავაბრუნოთ ხალხი კინოში“ - ქუთაისში, "კინო-საქართველომ" მუშაობა განაახლა
FaceBook
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისში კინო დაბრუნდა.

„კინო-საქართველოს“ ხელმძღვანელის რუსუდან სილაგაძის განმარტებით, თვის ბოლომდე სატესტო რეჟიმში იმუშავებენ, ოქტომბრიდან კი პრემიერები ჩაეშვება.

„გვექნება ყველა სტანდარტული პრემიერა, რაც გამოდის მსოფლიოს მასშტაბით. universal pictures-ი, sony, disney და სხვა. დავამატებთ მულტიფლიკაციურ ფილმებსაც შაბათ-კვირას. ამასთან, გვინდა შემოგთავაზოთ ისეთი სერვისები, როგორიც არის დარბაზების დატვირთვა სხვადასხვა ფუნქციით, მაგალითად ტრენინგებისთვის, თემატური შეხვედრებისთვის, თემატური კინოჩვენებებისთვის და სხვ. ამასთან, გვინდა, ჩვენს მინიდარბაზებში (რომელიც მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია) გავაკეთოთ, მაგალითად, წიგნის კლუბი, ფილმების მოყვარულთა კლუბი და ა.შ“,
- ამბობს რუსუდან სილაგაძე.

მისივე თქმით, კვირაში ერთ დღეს ქართული კინოს დღე გაიმართება. ამასთან, ჩანიშნული აქვთ ფესტივალებიც. ჩატარდება როგორც უცხოენოვანი, ასევე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალიც.

„გვინდა დავაბრუნოთ ხალხი კინოში, ამისთვის ვიბრძვით. ვუსმენთ ადამიანებს, რა უნდათ, რა მოთხოვნილებები აქვთ. ასე რომ, მზად ვართ, ნებისმიერი სურვილი, რაც იქნება ქუთაისის მაყურებლის, გავითვალისწინოთ“,- განმარტავს რუსუდან სილაგაძე.

მისივე თქმით, „კინო-საქართველო“ ყოველ დღე იმუშავებს. ჩატარდება დილის, შუადღის და საღამოს სეანსები. ბილეთის ფასი 5 ლარიდან დაიწყება.

ქუთაისში, კინომ ფუნქციონირება 2022 წლის სექტემბერში შეწყვიტა. კინოთეატრის დაბრუნების მიზნით ქალაქში ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.

„კინო საქართველო" ქუთაისში 2018 წლის 16 თებერვალს გაიხსნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.