ქუთაისში, "Mural Fest"-ის ფარგლებში, ქალაქის სამ შენობაზე კედლების
მოხატვა დაიწყო.
მონუმენტური ნახატების შექმნაზე ქართველი და მოწვეული უცხოელი
მხატვრები მუშაობენ.
ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის მურალ ფესტივალი“
2019 წელს დაარსდა და მიზნად ქალაქის საგამოფენო სივრცედ ქცევა და
პოსტსაბჭოთა არქიტექტურაზე თანამედროვე ხელოვნების კვალის დატოვება
დაისახა.
2020 წლიდან "მურალი" ქუთაისშიც იქმნება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, წელს, "Kutaisi Mural Fest"-ის
ეგიდით და მათი მხარდაჭერით, ქალაქში, 3 ლოკაციაზე, 6 კედელი
მოიხატება.
მასალის გამოყენების პირობები