ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2023“ იწყება
FaceBook
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023"  13 ივნისს მესხიშვილის თეატრში გაიხსნება. 

ფესტივალი ორი კვირას გაგრძელდება და პირველ ივლისს დასრულდება.

"თეატრალური იმერეთი 2023“-ს მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს. 

მასში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი მიიღებს. 

მათ გარდა ფესტივალს უცხოელი მონაწილეებიც ეყოლება. "თეატრალური იმერეთი 2023"-ში ჩაერთვებიან  ნაპოლის ექსპერიმენტული თეატრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრი YUG . 

ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი. 



სტუმრის სტატუსით ფესტივალს ეწვევა თავისუფალი თეატრი სპექტაკლით "კავკასიური ცარცის წრე". 

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.