კულტურა
"პარიზში ნამდვილი ქართული ზეიმი იყო" - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების გამოფენა
FaceBook
„მეხსიერების გავლით“ - ამ სახელწოდებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა პარიზში გამოფენა გამართეს.

გამოფენაზე მათ როგორც ფერწერული, ისე ქართული კალიგრაფიით შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს.

გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ახალი დესპანი ეკატერინე კოკაია და საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.

„ყველა სტუმარს მადლობას ვუხდით, რომ ეს დღე შედგა. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა ქართული იდენტობა, რომელიც ყოველთვის საქმის კეთებაზე, წინსვლაზე და ევროპელობაზე იდგა. ახლა სიხარულით ვბრუნდებით საქართველოში კიდევ უფრო მეტი საქმის საკეთებლად“, - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.




ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრისთვის ეს უკვე მეორე გამოფენა იყო საფრანგეთის დედაქალაქში.

ცენტრი ქალაქში 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მოსწავლეებს სწავლას 16 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ცენტრის ახალგაზრდები საერთაშორისო კონკურსებზე აქტიურად მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებსაც იკავებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.