კულტურა
,,თეატრალური იმერეთი 2022“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022" გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა.

"ქალაქი" ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.

ფესტივალის საზეიმო დახურვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა.

ორკვირიანი მარათონის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოავლინა.


ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - "ქალაქი" , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი -მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - აფხაზური ჩანახატები - რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის თეატრი)
ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის "ანტიგონე" (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, "ნატვრის ხე" (საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი)
ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე "ობლები" (თერჯოლის სახალხო თეატრი)
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - სასტუმრო ორი სამყაროს აგსაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინე ჩხეიძე - მაცეკვე ტანგო, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დემურ საღარეიშვილი - აფხაზური ჩანახატები, ხონის სახალხო თეატრი
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი)
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე - (ბაღდათის სახალხო თეატრი)
ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე, სოფლის აშიკი, ბაღდადის სახალხო თეატრი
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი "ნაცარქექია" (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი)
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი მამის როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის "მაცეკვე ტანგო", ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი
ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე - (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი)

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.