ახალი ამბები
საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე ნაკლები მკითხველი ქუთაისშია - კვლევა
FaceBook
საქართველოს ქალაქებს შორის, მკითხველთა რაოდენობით უპირატესობას გორი (56,1%) და თელავი (54,5%) ფლობენ, ყველაზე ნაკლები მკითხველი კი ბათუმსა (45,2) და ქუთაისში (39,4%) ფიქსირდება, სადაც მკითხველები მთელ მოსახლეობაში უმცირესობაში არიან.

კვლევის შედეგების თანახმად, 16+ მოსახლეობა ორ თანაბარ ნაწილად იყოფა: 50%, რომელიც გარკვეული სიხშირით კითხულობს წიგნებს და 50%, რომელსაც 2020 წლის მანძილზე ერთი წიგნიც არ წაუკითხავს სრულად. წიგნის მკითხველთა რაოდენობა თბილისში (51,8%) მცირედით აჭარბებს რეგიონში მცხოვრებთა მაჩვენებელს (45,4%).

ამ ინფორმაციას საქართველოს „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“ და „მწერალთა სახლი“ ავრცელებს, რომელთა ინიციატივით ორგანიზაცია ,,ეისითის" მიერ 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევა მომზადდა.

კვლევა შეიცავს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი გამომცემლობების, სადისტრიბუციო კომპანიების, წიგნის მაღაზიების, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, ბიბლიოთეკებისა და მკითხველების შესახებ.

კვლევაში მონაწილე კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მლნ ეგზემპლარი იყიდება, მიღებული შემოსავალი კი 17-20 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს. წიგნების რეალიზაცია 2019 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა (თითქმის 1 მლნით), შემოსავალმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, რაც წინა წლებთან შედარებით, წიგნების გაზრდილი ფასით უნდა აიხსნას. ბოლო 5 წელში საქართველოში გამოცემულ წიგნებს შორის ყველაზე ხშირად უცხოურიდან ქართულად თარგმნილ ლიტერატურას შეხვდებით, რომელსაც მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება ქართულენოვანი ნაწარმოებები.

გამომცემლების შემოსავლის 26-28%-ს უზრუნველყოფს ე. წ. "მეინსტრიმული", ყველაზე კითხვადი ლიტერატურა. მას მოსდევს დოკუმენტური პროზა (15%-19%), აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა (15%-19%), სასკოლო სახელმძღვანელოები (16%-18%) და საბავშვო ლიტერატურა (11-13%). აღნიშნულ 5 კატეგორიაზე მოდის კვლევაში მონაწილე გამომცემლობების აბსოლუტური უმრავლესობის შემოსავლის უდიდესი წილი (87%-92%), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასკოლო და საბავშვო წიგნების წილის მცირედით შემცირების ტენდენცია აღინიშნება.

რა წიგნები შეიძინა საზოგადოებამ ყველაზე აქტიურად 2020 წლის განმავლობაში?

სწორედ ამ მიზნით, კვლევის ფარგლებში დადგინდა წიგნის მაღაზიების და დისტრიბუტორების მიერ ყველაზე დიდი რაოდენობით რეალიზებული ლიტერატურის სია.

"სამოსელი პირველი" გურამ დოჩანაშვილი;

"სიყვარულის ორმოცი წესი" და "ღირსება" ელიფ შაფაქი;

"მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" ნინო ხარატიშვილი; 

"ვა, სოფელო" ზაირა არსენიშვილი; 

"მზე, მთვარე და პურის ყანა" თემურ ბაბლუანი; 

2020 წლის ყველაზე მოთხოვნადი ავტორები ქართველი ავტორები არიან: აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ნოდარ დუმბაძე, აკაკი წერეთელი, ზაირა არსენიშვილი, ოთარ ჭილაძე, გელა ჩარკვიანი, თემურ ბაბლუანი, ჭაბუა ამირეჯიბი, გიორგი კეკელიძე, თინათინ ბერიძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ დოჩანაშვილი და ია კარგარეთელი.

უცხოელი ავტორები: აგათა კრისტი ხალიდ ჰოსეინი ელენა ფერანტე ჯერომ სელინჯერი ელიფ შაფაქი ჰარპერ ლი ფიოდორ დოსტოევსკი ჰარუკი მურაკამი ფრანც კაფკა იუვალ ნოახ ჰარარი ნინო ხარატიშვილი მარკ მენსონი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.