კულტურა
"სადღაც გადარგული ბავშვობა" - წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
წიგნში თავმოყრილია მწერლის ავტობიოგრაფიული მოთხრობები, რომლებიც აფხაზეთის თემას, ომსა და დევნილობას ეხება.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ნანა ჯეჯეიას წიგნის "სადღაც გადარგული ბავშვობა" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია მწერლის ავტობიოგრაფიული მოთხრობები, რომლებიც აფხაზეთის თემას, ომსა და დევნილობას ეხება. თავად ნანა ჯეჯეია გალიდან დევნილია და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.
როგორც საღამოზე აღინიშნა, ავტორი ამ ტექსტებს თავდაპირველად სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" აქვეყნებდა. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა ამ ჩანაწერების ერთ წიგნში თავმოყრაზე.
აღნიშნული ტექსტების წიგნად გამოცემაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკაში მოღვაწე გამომცემლობა "მამულის" რედაქტორმა მანუჩარ კაჭახიძემ.
პრეზენტაციაზე მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, აგრეთვე პრეზენტაციაზე ამერიკიდან ჩაერთო მანუჩარ კაჭახიძეც და თავისი შეფასება გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
"სადღაც გადარგული ბავშვობა" ქუთაისელმა მწერლებმაც შეაფასეს და აფხაზეთის ომზე შემნილი მნიშვნელოვანი ტექსტი უწოდეს.
"ეს არის დიდი ემოციით დაწერილი წიგნი. აქ არაფერია გამოგონილი. მაგრამ ამავე დროს არის მხატვრული ტექსტიც. იმიტომ, რომ ნებისმიერი, რეალურად არსებული პიროვნება, ისეა განზოგადებული და მხატვრულ პერსონაჟადაა გადაქცეული, რომ მკითხველი ძალიან ისიამოვნებს. როგორც რედაქტორი, კითხვის დროს აღფრთოვანებული ვიყავი, ემოციებით ავივსე. იმიტომ, რომ ნანა აბსოლუტურად მოწყვეტილია ლიტერატურულ პროცესებს, მაგრამ მას აქვს დიდი მწერლური ინტუიცია და კულტურა. მან მოახერხა თავისი სათქმელი ლამაზად მოეტანა მკითხველამდე", - აღნიშნა ჟურნალისტმა და ახალი წიგნის რედაქტორმა ნანული ცხვედიანმა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.