კულტურა
„მაკბეტი“ - სპექტაკლი თეატრის სრული დასის მონაწილეობით
FaceBook
დღეს, 12 ნოემბერს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის პრემიერაა. 

უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ რეჟისორ კოტე აბაშიძისეულ დადგმაში, მთავარ როლებს ალექსანდრე ფურცხვანიძე და მაკა შალიკაშვილი ასრულებენ.

ამ მსახიობების გარდა, სპექტაკლში მონაწილეობას იღებს თეატრის სრული დასი, 70 მსახიობი.

მათთან ერთად,  სცენას დაიკავებს მ.ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო კამერული გუნდი, როგორც მოქმედი გმირი და  მონაწილე.

„თავისუფალი საქართველოს ისტორიაში,  ეს არის ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტი. შექსპირი ყოველთვის გამოწვევაა და პირველ რიგში, თეატრის სამსახიობო პოტენციალს უსვამს ხაზს. ძლიერი დასის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი პიესის დადგმა. ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი. არანაირი გამოწვევის არ გვეშინია. კაპელას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. მესხიშვილის თეატრში, კაპელასთან ერთად, ვინმეს გაეკეთებინოს სპექტაკლი, არ ყოფილა. კაპელა არა მხოლოდ მომღერალი გუნდია, არამედ, სპექტაკლის პერსონაჟიც,“- აღნიშნავს კოტე აბაშიძე. 

სპექტაკლის ავტორები „მაკბეტის“ შესახებ მიუთითებენ, რომ ეს არის სპექტაკლი  ჩვენი ყოფის არარაობაზე, ხელისუფლებისა და ძალაუფლების წარმავლობასა და დროებითობაზე. 

„სპექტაკლი არის იმ უდიდეს კათარზისზე, სადამდე მისასვლელი გზაც შეცდომებსა და ხშირად სისხლისღვრაზე გადის, იმ კათარზისზე, რომელიც სულში ჩაბუდებული ბოროტების დათრგუნვით და სიკეთისკენ სწრაფვით მიიღწევა. ერთხელ ჩადენილ ბოროტებას მეორე და შემდეგი მოსდევს… და ცხოვრება იქცევა სისხლისღვრის, მკვლელობის მუდმივ ჯაჭვად, რომლის გაწყვეტა უკვე მაკბეტს აღარ შეუძლია. იგი ნელნელა სისხლისმსმელ ტირანად იქცევა, ეჭვიან,  საკუთარ ბოღმაში ამომხრჩვალ მკვლელად, რომლის ტრაგიკული ფინალი ერთადერთი გამოსავალი და მისი ერათდერთი შვებაა“, - აღნიშნულია სპექტაკლის აღწერაში. 

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ოპერის თეატრი განვითარების ახალ ეტაპზე
გადადის. 
13:36 / 10.11.2021
ქუთაისის ოპერის თეატრი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 
5 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონის პირველ
სპექტაკლს წარმოადგენენ. 
12:40 / 05.10.2021
5 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონის პირველ სპექტაკლს წარმოადგენენ. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.