კულტურა
სიჩუმის წელი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისის კულტურული ცხოვრებიდან, 2019 წლის მახსოვრობას შეიძლება სულ რამდენიმე მოვლენა შემორჩეს: ერთი-ორი სპექტაკლი, ერთი კულტ. ობიექტის რემონტი, ერთი გამოფენა, ორი ფესტივალი.


თუმცა, ისინი მათი მეტნაკლები  გამორჩეულობის მიუხედავად, ვერ შეიტანენ საერთო მდგომარეობაში დისონანსს.

საერთო მდგომარეობა კი სიჩუმეა.

2019 წელი ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში სიჩუმით გამორჩეული წელი იყო.

სიჩუმე, შეიძლებოდა ყოფილიყო  ქარიშხლის წინა, ან  სიჩუმე, რომელიც ოქროა, ან მრავლისმთქმელი სიჩუმე,  ან თანხმობის ნიშნად სიჩუმე, მძიმე სიჩუმე, გია ყანჩელის „სიჩუმე“და ა.შ.

თუმცა, ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში  სიჩუმის სქელი ფენის ქვეშ ძნელად ამოიკითხავდით ზემოთაღნიშნულ შინაარსებს.

აქ სიჩუმე სიჩუმეა,  პრეტენზიის და დამატებითი შინაარსის გარეშე. სიჩუმე, როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს და ამიტომ დუმხარ.

არადა ძალიან მოხერხებული უნდა იყო ჩვენს მძვინვარე და ცვალებად დროში სათქმელი ვერ/არ დაინახო.  განრიდება მოახერხო და კვლავაც და კვლავაც განყენებულ თემებზე ისაუბრო.

იქნებ  ზარბაზნებმა დააცხრეს და გააჩუმეს მუზები?!

ზარბაზნებმა  თუ არა, ცოცხებმა და კვერცხებმა მაინც, როლებსაც თვეების განმავლობაში წარმატებით უშენდა ერთი პოლიტიკური მხარე მეორეს. თუმცა არც ისე წარმატებით, რადგან მათი უმეტესობა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე მეტად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოხვდა და დააზიანა (რომლის გამო სხვათაშორის არავინ დასჯილა).

სანამ პოლიტიკურ დისკურსში კვერცხებს და ბოქლომებს ჩართვდნენ, მანამდე მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია, ანუ კულტურის ობიექტის სივრცე, გადაიქცა პოლიტიკური აქციების არენად და თავისი ვნებათაღელვით,  პოლიტიკური კონტექსტის გააზრებით, ექსპრესიულობით და დინამიზმით ბევრად აჯობა თეატრის/თეატრების შიგნით მიმდინარე პროცესებს.

თუ არ ჩავთვლით რეჟისორ მიშა ჩარკვიანის სპექტაკლს „ჰეკაბე“, რომელიც პირდაპირი გამოხმაურება და ანტიკური სიღრმიდან თანამედროვე ტრაგედიების მხატვრული გააზრება იყო.

სპექტაკლი შვილების მკვლელ მამებსა და დედებზე.

უფროსებზე, რომლებიც კლავენ უმცროსებს.

სიბერეზე, რომლიც ერევა ახალგაზრდობას.

წარსული, რომელიც სძლევს  მომავალს.

სხვანაირად რომ ვთქვათ ყოფა, რეალობა, ყოველდღიურობა, რომელიც ჩვენს ცხვიწინ არსებობს, ზარბაზნებზე ძლიერია, თუმცა ადამიანებს, მათ შორის ხელოვანების ნაწილს, აქვთ საოცარი უნარი ეს არ შეამჩნიოს და დარჩეს არაფრისმთქმელ, კოსმიურ სიჩუმეში.

ამ უწონადობაში და უატმოსფერობაში დაიხატოს ნახატები, დაიწეროს წიგნები, მოეწყოს გამოფენები, გაიმართოს სპექტაკლები, კონცერტები, მათ შორის საქველმოქმედო, შიგადაშიგ რუსული თეატრალური დასიც დაპატიჟონ, მათი არაფრისმთქმელი სპექტკლით და ამის გამო გარემო რომ ახმაურდება, ხელოვანებმა, მათთან გათანაბრებულმა პირებმა, ვერაფრით გაიგონ რა დააშავეს.

სიჩუმეს ვერ არღვევს საერთაშორისო არენაზე გასვლაც, მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა, საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭა თეატრალურ ფესტივალ „თეატრალურ იმერეთს“, საერთაშორისოა  ბალანჩინის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალიც, თუმცა სტატუსის ცვლა და გეოგრაფიის ზრდა ბუნებრიავია არ ზრდის აზროვნების მასშტაბს  (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) და არც კულტურულ გარემოს ცვლის ქუთაისში.

არაფერი შეცვლილა ანდერგრაუნდ კულტურაში,  უბრალოდ ვერ შეიცვლებოდა, იმიტომ, რომ მან თითქმის მთლიანად შეწყვიტა არსებობა. შეიძლება ოფიციალური კულტურის პარალელური პროცესები ხდება ქალაქში, სტუდიებსა და  ხელოვანთა  გაერთიანებებში, ოღონდ სიჩუმის დარღვევის იმედი აქაც ნაკლებია, რადგან ამ სივრცეებშიც ოფიციალური კულტურის მსგავსი  იდეოლოგია და მრწამსი მუშაობს. 

იქაც სიჩუმეა...


2018-ის მსგავსად, 2019-შიც არ ჩანს  უცხო ჩიტი, რომელიც გუგულის ბუდეს გადაუფრენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ახალი თეატრალური
სივრცე შეიქმნა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფმა ალტერნატიული თეატრი
დააფუძნა და სპექტაკლიც წარმოადგინა.
13:25 / 17.01.2020

ქუთაისში ახალი თეატრალური სივრცე შეიქმნა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფმა ალტერნატიული თეატრი დააფუძნა და სპექტაკლიც წარმოადგინა.

27 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ
ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო
თეატრმა გახსნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნა.
20:01 / 27.12.2019
27 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გახსნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.