კულტურა
დაბრუნება სამოთხეში - მხატვარ თორნიკე სანოძის წმინდა მონუმენტური ანტიპოდები „ვარლაში“(ფოტო)
FaceBook
საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მხატვარ თორნიკე სანოძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

თორნიკე სანოძის წმინდა მონუმენტურმა ანტიპოდებმა სამოთხეში გადანაცვლების, სახარების ოთხთავის თუ სხვა ისტორიები სხვაგვარად მოუყვა და აჩვენა მნახველს.

"ეს არის „ერთფეროვნება მრავალფეროვნებით“, ასეთი რამ მართლა არ მინახავს. ამიტომ გამოფენა იყო ძალიან შთამბეჭდავი. მიხარია ასეთი ალტერნატიული ტიპის გამოფენა რომ ვნახე "ვარლაში". მინდა კიდევ ბევრი ასეთი გამოფენა ვანახო ამ სივრცეში. ბევრ წარმატებას ვუსურვებ თორნიკეს", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.



თორნიკე სანოძე თავისი მონუმენტური ფიგურებით "უცხო სამოთხეებს" აჩვენებს, იგი თითქოს სამოთხის აჩრდილებს გვაცნობს, შევყავართ ედემის მეორე მხარეს. რომლის გაცნობის გარეშეც არ აღიქმება სინათლე და ძნელად მიიღება რეალობა.

ავტორი თითქოს გვაძევებს სამოთხიდან რომ მერე ისევ უკან დაგვაბრუნოს, მაგრამ უკვე შემეცნების სხვა სიმაღლეზე ასულები.

მხატვარი ფუნდამენტური ხატების სხვაგვარად გააზრების მძლავრ ბიძგს აჩენს და გულგრილს არავის ტოვებს. 

"დავარღვიე მყუდროება, მყუდროება თუ არ დაირღვა სითბოში და მიწაში ჩამარხულები რას გავაკეთებთ. უნდა ამოვიდეთ სიცივეში, ყინვაში, რაღაც ვქნათ. ყვავილები მიყვარს, მაგრამ მათი ხატვა არ მიყვარს. მაინცადამაინც სამოთხეშიც არ ვიყურები, ხომ იქნება იქაც სამეზობლო ადგილები. იქაც უნდა გავიხედოთ. თუ ის რეალურია, ესეც რეალურია... თვალშისაცემია, ყველაფერს დამახინჯებულად ვუყურებთ აღქმა დარღვეულია. ყველაფერი კარგად არის ამის თქმა ყველას შეუძლია, ყველაფერი კარგად არ არის ამის თქმა ჭირს. ყველაფერი კარგად, რომ არ არის ამისთვის თვალის გასწორების გარეშე არაფერი გამოსწორდება“, - მიაჩნია თორნიკე სანოძეს.



საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ თორნიკე სანოძის პერსონალური გამოფენა პირველად გაიმართა. 

გამოფენა 10 ივნისამდე გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.