კულტურა
„სამანიშვლის დედინაცვალი“ ბავშვის დაბადების გარეშე
FaceBook
სამანიშვილის დედინაცვალი დავით კლდიაშვილმა 1896 წელს დაწერა.

მას შემდეგ 122 წელი გავიდა თუმცა ტექსტს ამ ხნის განმავლობაში არც ერთ ეპოქაში, სახელმწიფო წყობასა თუ იდეოლოგიაში არ დაუკარგავს აქტუალობა. დავით კლდიაშვილმა დაწერა მარადიული ტექსტი, რომელიც ყველა დროში ერთნაირი სიძლიერით ზემოქმედებს.

არადა ღიმილისმომგვრელი ამბავია, კლდიაშილმა თავისი დრამა პრაქიკულად ანეკდოტზე ააგო. შვილი მამას მაშვლად დაუდგება, ქონების გამყოფის დაბადების შიშთ, ორჯერ განათხოვარი და უშვილო ქალის საძიებლად წავა. თუმცა, მისი მცდელობა ამაო გამოდგება ბავშვი მაინც დაიბადება.
გარდა კონკრეტული ადამიანების დრამატული ისტორიის აღწერისა, კლდიაშვილი გვიყვება გარდაუვალობაზეც, რომელიც ყველა მცდელობის მიუხედავად მაინც აღსრულდება და ეს სულაც არ არის `ბედი" და "წერა", რომელსაც ვერ გაექცევი. ეს კანონზომიერებაა ისტორიული აუცილებლობა, კლდიაშვლის გმირების შემთხვევაში დროის დინება, რომელსაც ვერ შეაჩერებ.

პლატონი ღარიბი აზნაურია, იმ ფენის წარმომადგენელი, რომელი სოციალური ფენის არარსებობა და გაქრობა ისტორიამ და დრომ გადაწყვიტა. მათი ადგილი და სტატუსი გაუქმებულია. ისინი "აზნაურის" ფორმით და როლით საჭირონი აღარ არიან. დრო მათ ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომლის მიღება და გააზრება არაფრით უნდათ.

პლატონი განასახიერებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიახლის, მოდერნის შეჩერებას ცდილობს. პლატონი განასახიერებს რეტროგრადს, რომელსაც სასიკვდილოდ აშინებს ყველაფერი ახალი, რომელიც მის გაწონაწორებულ ცხოვრებას ცვლილებებით ემუქრება.

როგორც ყველა რექროგრადი ცდილობს დროის დინებას გადაუდგეს, თავის კალაპოტში დატოვოს, ნებისმიერი ცვლილება კატასტროფად შეაფასოს, ყველანაირად შეეცადოს შეაჩეროს გარდაუვალობა.

ბავშვის დაბადებაც გარდაუვალობაა. ბავშვი ახალი დროებაა, ახალი ისტორია. როგორც ბავშვის დაბადებას ვერ შეაჩერებ და ეს ბუნების კანონზომიერებაა, ისე ახალ დროებას გზას ვერ გადაუკეტავ იგი მაინც "დაიბადება".

პლატონს ამ "ახალის დაბადება" სიკვდილზე მეტად აშინებს.

და არა მარტო პლატონს. ამიტომ არის "სამანიშვილის დედინაცვალი" მარადიული ტექსტი. იგი ჩვენს თანამედროვე და ყველა დროის რეტროგრადებსაც ეხება. რეტროგრადებს, რომლებიც ყველა ფორმით ცდილობენ წარსულში დარჩენას, ამართლებენ ძველს, "ცილს წამებენ" ახალს, მის დემონიზებას ცდილობენ და ყველანაირად იღწვიან რომ "ბავშვი არ დაიბადოს", სიახლე არ გაჩნდეს, დრომ ახალი პირობა დ ა გამოწვევა არ დააყენოს.

ბაღდათის სახალხო თეატრმა თეატრალურ ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი -2018" "სამანიშვლის დედინაცვალი "წარმოადგინა. კიდევ ერთხელ გაგვახსენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ავტორის ანეკდოტივით ამბავზე აგებული დიდი დრამა.

სპექტაკლის ავტორებმა მხოლოდ ამბავი მოყვნენ, განსაკუთრებული ინტერპრეტირების დ ა ქცენტების ცვლის გარეშე. მათ ტექსტის ახლებური წაკითხვა არ შემოგვთავაზეს. ამით ერთგვარად პლატონის "მხარე დაიჭირეს" ანუ ცვლილება არ შემოიტანეს და ისტორიაში ყველაფერი "ხელუხლებელი" დატოვეს.
არადა სპექტაკლი თუ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები იმისთვის იდგმება და იწერება, რომ ცვლლება მოხდეს, ანუ "ბავშვი დაიბადოს". ავტორმა, არა აქვს მნიშვნელობა თავისას წერს თუ სხვისი ტექსტის ინტერპრეტირებას აკეთებს, ნაყოფი უნდა შობოს, რომელიც სიცოცხლეს გააგრძელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.