კულტურა
ჭიათურის საბაგირო გზა საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში მოხვდა
FaceBook

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები  „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში.

ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებითან ერთად სიაში დავით გარეჯის კომპლექსიც „ევროპა ნოსტრას“ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის 12 ფინალისტს შორის მოხვდნენ, საბოლოოდ 7 ძეგლი კი მარტის ბოლოს გამოვლინდება.


„ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული შვიდი ძეგლისთვის ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

„ევროპა ნოსტრას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა.

მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი – იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად. ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი  ძეგლის პროგრამა დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის – „ევროპა ნოსტრას“ მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან – ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან – ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს „ევროპა ნოსტრას“ პროგრამაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლი, „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს წარმომადგენმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა.

ამ პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.