კულტურა
ქუთაისში თვის ბესთსელერი წიგნები
FaceBook
დავით ტურაშვილის "ტყეების მეფე" და გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ ის ქართული ტექსტებია, რომლებიც გაყიდვების მიხედვით, ნოემბრის თვის ბესტსელერ (ყველაზე გაყიდვად) წიგნებში მოხვდნენ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ქუთაისის ფილიალში.

"ბიბლუსში" აცხადებენ, რომ  „სამოსელი პირველი“ წლებია მყიდველის მხრიდან ყველაზე მოთხოვნად ტექსტად რჩება. „ტყეების მეფე“ კი, რვა თვეა მაღაზიის ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის. 

ქართველი ავტორებიდან პოპულარულ წიგნებს შორის არის ალეკო შუღლაძის რომანი „გადამალვაც“. ალეკო შუღლაძის ამ რომანს წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიანიჭეს.

„ბესტსელერი წიგნების“ თაროდან არ ჩამოდის ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".

"არ მიკვირს რომ "ჰარი პოტერი" ასეთი პოპულარულია დღემდე. აქვს ამ წიგნს განსაკუთრებული მაგია. მე 30 წლის ვარ, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე მთელი "პოტერიადა", - ამბობს ნინო რაზმაძე.

"ბიბლუსის" მაღაზიის ბესთსელერების თაროს სულ რამდენიმე თვეა რაც შეემატა კაძუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა". წიგნის მიმართ ამ განსაკუთრებული ინტერესის გაჩენას ავტორის ნობელიანტობას უკავშირებენ.

ამ წიგნებთან ერთად ნოემბრის თვის პოპულარულ ტექსტებად რჩება ძველი და ახალი ავტორების წიგნები: რ.ჯ.პალაციოს "საოცრება", ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას", რემარკის "ტრიუმფალური თაღი", სტივენსონის "განძის კუნძული", ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი", ტოლკინის "ჰურინის შვილები", უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარა", ჯეფ კინსი "წრიპა ბიჭის დღიური".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.