კულტურა
„ადამიანად ყოფნის“ მძევლები
FaceBook
რა აკლდათ? - ამ კითხვას ხშირად სვამდნენ საბჭოთა მოქალაქეები. რა აკლდათ? - კითხულობდა საბჭოთა მთავრობა.
რა აკლდათ? - დეკლამირებდნენ დიქტორები.

რა აკლდათ? - მხრებს იჩეჩავდნენ ნაცნობები და უცნობები ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების მისამართით. რომელთაც 1983 წლის 18-19 ნოემბერს სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება სცადეს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით.

რა აკლდათ? - ეს კითხვა დღესაც ისმის. დღესაც ბუნდოვანია პოსტ-საბჭოთა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, თავისუფლების 25 წლიანი გამოცდილებით, თუ რა აკლდათ "კარგი ოჯახისშვილებს" საბჭოთა კავშირში და რის გამო, უღირდათ რისკზე წასვლა.

ეს ბევრისთვის გასაგები არ გახადა სისტემის ცვლამ და საზღვრების გახსნამ. უფრო მეტიც - შეიძლება უფრო გააბუნდოვანა, რადგან რკინის ფარდის მიღმაც არ აღმოჩნდა სამოთხე.

ცხოვრებამ და პოსტსაბჭოთა რეალობამ ბერვისთვის ეს საკითხი ვერ ამოხსნა.

სამაგიეროდ, ის " რაც აკლდათ" თვითმფრინავის ბიჭებს შეეძლო ეჩვენებინა და "აეხსნა" სპექტაკლს "ჯინსების თაობა". თუმცა, იქ მხოლოდ თავისუფლების იდეა-ლოზუნგით და ფრაზით "ახალგაზრდები, რომელთაც ფრენა უნდოდათ", შემოიფარგლნენ.

"რა აკლდათ თვითმფრინავის ბიჭებს" კიდევ უფრო კარგად შეეძლო ეჩვენებინა კინოს. თუმცა, რეზო გიგინეიშვილის ფილმის "მძევლების" გარემო და ფონი არაფერს გვეუბნება იმაზე რასაც გაურბიან, რაც განიზიდავთ, რაც მიუღებელია. რაც დევნის და აქცევს ფილმის პერსონაჟებს თვითმფრინავის გამტაცებლებად. ფილმი არ აჩვენებს ე.წ. ბეგრაუნდს რა განაპირობებდა გაქცევის სურვილს. ავტორებს, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ხანდაზმულ პუბლიკას ისედაც ახსოვს, ხოლო ახალგაზრედებს ისტორიის სახელმძღვანელო მოუყვება საბჭოთა რეჟიმის შესახებ. შესაბამისად, იმის ჩვენებაც ზედმეტია რატომ დებს სასწორზე საკუთარ სოცოცხლეს ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც "არაფერი აკლდათ.

ფილმი უკვე მიღებული გადაწყვეტილებით და გაქცევის ოპერაციის მზადების ჩვენებით იწყება. სამზადისს ფილმში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა. დაძაბულობა ნაბიჯ-ნაბიჯ იკავებს მაყურებლის ემოციებს. სადაც პირველ რიგში მუშაობს მაყურებლის წინასწარგანცდა. იმის წინასწარ ცოდნა რა მოყვება ახალგაზრდების ამ სამზადისს.

თუმცა, ე.წ. საბჭოთა ატმოსფერო ფილმში მაინც იგრძნობს ოპერატორი და მხატვარი საბჭოთა კინოსთვის ნიშნულ ფერებს გვთავაზობენ. თითქოს ამბავი იმ უხარისხო ფირზეა აღბეჭდილი, როგორითაც საბჭოთა ფილმებს იღებდნენ. შუქ-ჩრდილები კონკრეტულ ეპოქას გაგონებს. ვისაც ასე თუ ისე ახსოვს ეს ეპოქა.

დასამახსოვრებელია ქორწილის სცენა. ქორწილი და ქართული ცეკვა ფილმის მხოლოდ სამკაული არ არის. იგი ფილმის მნიშვნელოვანი ეპიზოდია, სადაც მხიარულება დიდი ტრაგედიის მოახლოებას მიანიშნებს. ყოველი მომდევნო "საცეკვაო ნომერი" სასპენსის როლს თამაშობს. რაც უფრო მეტია ხმაური და მხიარულება, მით უფრო ახლოა განსაცდელი.

ყველაზე ემოციურია გეგა კობახიძის ოჯახის წევრებთან გამომშვიდობების სცენა. ქორწილის შემდეგ გარემოში ტრაგედიის დაბადება.
ავტორები დოკუმენტურად აღადგენენ რიგ ეპიზოდს, სპექტაკლისგან განსხვვებით ისინი თითქოს "ნაკლებად სუბიექტურებიც" არიან. თხრობაში არ ურევენ სენტიმენტებს. მაყურებელს "სუფთა" მასალას აწვდიან, რომ მათ გააკეთონ დასკვნა.

თუმცა, მაყურებლის ცოდნას და ემოციურ დამოკიდებულებას დიდი ალბათობით არაფერი ემატება, გარდა კინოსთვის დამახასიათებელი თანადასწრების ეფექტის და გმირებთან იდენტიფიცირების მომენტისა. რაც გმირების "სხეულში" ამოგაყოფინებს თავს. თუმცა, ეს გარდასახვა ცხადს არაფერს ხდის. ვერაფრით გაიგებ რა "გინდა" ამ თვითმფრინავში და "რამ გაიძულა" ეს გაგეკეთებინა. პერსონაჟები ბავშვებად, ინფანტილურ არსებებად რჩებიან, ბავშვური სისასტიკით და დაბნეულობით, რაც სრულიად "ზრდასრულ" ტრაგედიას დაბადებს.

ამიტომ მაყურებელს ისევ ის კითხვა რჩება და უმძაფრდება "მართალაც რა აკლდათ?",  რატომ გადადგეს ეს საბედისწერო ნაბიჯი, ინფანტილური ახირებისთვის, რომ შეეწირათ ადამიანები და საკუთარი სიცოცხლე?!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ კითხვაზე პასუხი არ არის. თუმცა, ფილმის ავტორების განზრახვა შეიძლება არც იყო მიზეზების ძიება. მათ ფაქტი აღწერეს, პუბკიცისტურად, "დაბალანსებული" კამერით. რადგან ტრაგედიას არ ჭირდება ზედმეტი ჩარევა და განსაკუთრებული აქცენტები.

იმიტომ რომ ტრაგედიას შეიძლება არ ყავდეს გმირები და მხოლოდ ანტიგმირები დაბადოს, იგი არ გაჩნდეს ღრმად გააზრებული მიზეზით, არ გააჩინოს თანაგრძნობა, არც კათარზისი.

მაგრამ მან შეიძლება რაღაც სხვა შრეებში გადაგიყვანოს, ადამიანის სულის შეუცნობ ადგილებში მოგახვედროს, სადაც უბრალოდ არ სვამენ "რა აკლდათ" მსგავს კითხვებს. იმიტომ რომ ყველანი ერთი „ადამიანად ყოფნის“ მძევლები ვართ.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მძევლები
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.