ჯანდაცვა
ბრტყელტერფიანობის პათოლოგია მოზარდებში - რას გვირჩევენ სპეციალისტები
FaceBook
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული პროფილაქტიკური შემოწმებების შედეგად მოსწავლეთა 70%-ში სქოლიოზის პატოლოგიასთან ერთად ბრტყელტერფიანობის საკმაოდ მაღალი მაჩევენებელი დაფიქსირდა.

ორთოპედ ტრავმატოლოგი მარიამ მიქიაშვილი განმარტავს, რომ ბრტყელტერფიანობა არის თანდაყოლილი, ასევე, შეძენილი პათოლოგია და ის სხვადასხვა სირთულით ვითარდება.
"განსაზღვრულ ასაკამდე ბრტყელტერფიანობის პათოლოგიას არ ექცევა ყურადღება, ეს მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკაა. ევროპის ქვეყნებში ეს ასაკი არის 6 წელი. ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - 3 წელი. ჩვენ 3 წლამდე გავცემთ მითითებებს იმისთვის, რომ არ განვითარდეს ბრტყელი ტერფი, მაგრამ თუ 3 წლის ასაკში მაინც ჩამოყალიბდა, უკვე ვიწყებთ კორექტირებას," -ამბობს ორთოპედ ტრავმატოლოგი მარიამ მიქიაშვილი.
ორთოპედ ტრავმატოლოგი განმარტავს, რომ ბრტყელტერფიანობოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პათოლოგია სწრაფად იყოს აღმოჩენილი, რის გამოც მშობლებს ურჩევს ბაშვების ცხოვრებაში დიდი დრო დაუთმონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
"აუცილებელია ბავშვი იყოს მეტად აქტიური, იაროს ფეხშიშველი მიწაზე, ქვიშაზე, სილაზე მაგრამ, სასურველი არაა იატაკზე. შეურჩიონ თხელძირიანი, მყარი ფეხსაცმელი და დაიმახსოვრონ, როდესაც ტერფები კარგად იტვირთება, ხერხემალს ნაკლებად უჭირს," - ამბობს, მარიამ მიქიაშვილი.
პროფილაქტიკური გამკვლევები ქუთაისის 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, კრიპტორხიზის, თიაქრის და რეფრაქციის გამოსავლენად ჩატარებული კვლევების შედეგად მოსწავლეთა 70%-ში ხერხემლის გამრუდების(სქოლიოზი) და ბრტყელტერფიანობის პათოლოგიები გამოვლინდა. სკოლის მოსწავლეებს პროფილაქტიკური შემოწმებები ქუთაიში მოქმედ 4 4 პოლიკლინიკაში ( #4, #3 ბავშვთა, #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და შპს "გგ") ჩაუტარდათ. პროექტი ქალაქის მერიამ დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო.
გამოკვლევების საბოლოო შედეგები მერიის სოციალურ სამსახურს ჯერჯერობით სრულად არ მიუღია. სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე მშობლები მიიღებენ ინფორმაციას გამოვლენილი პათოლოგიების შესახებ და მათ მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომი მკურნალობის ჩასატარებლად.

ბაია მიქაბერიძე

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი
ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას
შემატა.
09:50 / 12.06.2020
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას შემატა.
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია
გაიმართება.
 
12:45 / 29.05.2019
კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პროფილაქტილკის მიზნით, უფასო აქცია გაიმართება.

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.